სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
|
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან - თერჯოლის მუნიციპალიტეტი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 170მ სიმაღლეზე. დასავლეთით – ქ. ქუთაისი. სამხ.აღმოსავლეთით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. ჩრდილოეთით –ტყიბულის მუნიციპალიტეტი. ჩრდ.აღმოსავლეთით – ჭიათურის მუნიციპალიტეტი. სამხრეთით – ბაღდათის მუნიციპალიტეტი.
რელიეფის მთავარი ერთეულებია ოკრიბა არგვეთის ქედის სამხრეთ–ჩრდილოეთ კალთა. კოლხეთის დაბლობის გორაკ–ბორცვიანი მთისწინეთი. აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის მაღლობს და ჩრდილოეთის საზღვარი მდინარე ყვირილა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ბუჯა, მაძარულა, ძუსა, ჩოლაბური, ყვირილა, ჩხარა ქვერუნა, ბოსელა, ნახშირღელე, ჭიშურა, საბანელა, ძევრულა, წყალწითელა.
თერჯოლაში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი , 45 სოფელი. მუნიციპალიტეტი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულად იყოფა:
1 ქ. თერჯოლა; 19 თემი: ახალუბანი, ალისუბანი, ახალითერჯოლა, ბარდუბანი, გოდოგანი, ეწერი, თუზი, კვახჭირი, ნახშირღელე, რუფოთი, საზანო, სიქთარვა,ჩხარი, ძევრი, გოგნი, ზედასიმონეთი, ქვედასიმონეთი, ღვანკითი, ჭოგნარი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის მაგისტრალი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის სადგური სოფელ კვახჭირში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალის და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: თერჯოლა-ტყიბული და ქუთაისი-ვარციხე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტებია: კურორტი „სიმონეთი“, ნავენახევის მღვიმე, სკანდესციხე, ბერციხე, ღვანკითის დედაღვთისა, ჩიხორისა და ჩხარის შუა საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ძევრის არქიტექტურული კომპლექსი, საგვარჯილეს გამოქვაბული, გოგნის წმინდა გიორგის ტაძარი, დავით და სერგო კლდიაშვილის სახლ–მუზეუმი, შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ–მუზეუმი, სოფელ გოდოგანში თამარის თაღებიანი ხიდი. სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.
თერჯოლის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები: ღვთისმშობლის შობის ტაძარი (დედაღვთისა) XII საუკუნე სოფელი ღვანკითი, საკვირაოს ეკლესია XVI საუკუნე სოფელი ჩხარი, წმ.გიორგის ეკლესია 1532–1534 წ სოფელი ჩხარი, კოშკი გვიანი საუკუნე
სოფელი გოდოგანი, სკანდის ციხე–დარბაზი IV- XVIII საუკუნე სოფელი საზანო, ჩიხორის ნაქალაქარი
გვიანი შუა საუკუნე სოფელი საზანო, კონსტანტინე კახის სახელობის დედათა მონასტერი 2006–2008 წ
სოფელი ქვ. სიმონეთი, ჩეხნარის ახალი ეკლესია XIX საუკუნის 70– იანი წ სოფელი ძევრი, გოგნის წმ. გიორგის სალოცავი "კარუგდებელი" VII საუკუნე სოფელი გოგნი, გოგნის წმ.გიორგის ტაძარი XXI საუკუნე სოფელი გოგნი, წმ. გიორგის ეკლესია XI-XII საუკუნე სოფელი გოგნი, სასახლე გვიანი საუკუნე სოფელი გოგნი, ჩიხორის ციხე გვიანი შუა საუკუნე სოფელი საზანო, მაჩიტაურის ციხე XVIII საუკუნე სოფელი ალისუბანი, თამარის ხიდი სოფელი გოდოგანი.
სოფელ სიმონეთში მოქმედებს დავით და სერგო კლდიაშვილის სახლ–მუზეუმი. გარდა ამისა სოფელ ჩხარში შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ–მუზეუმი.
ვებ–გვერდის მისამართი: http://terjola.gov.ge/ge
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |