ვანის მუნიციპალიტეტი

 

 

   

 

 

      ვანის მუნიციპალიტეტის მერია

     

 

 

 

  

      ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

ვანის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად.

მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათისსამტრედიისწყალტუბოსადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

რელიეფის მთავარი ერთეულებია  მესხეთის ქედის  ჩრდილოეთ კალთა,  იმერეთის დაბლობი და მათ შორის გარდამავალი სამხრეთი მერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს. ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე  რიონი. ვანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სულორიყუმური და სხვები. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500მ.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები:  ანდეზიტი,  ბაზალტი,  ალებასტრი  (ინაშაური),  კერამიკული თიხა,  კირქვა (ისრითი),  მინერალური წყლები (ინაშაური,  სულორიჭოკინა),  თერმული წყლები (ამაღლება, სულორი).

ვანში 44 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 42 სოფელი. მუნიციპალიტეტი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად იყოფა:1 ქ. ვანი; 17 თემი: ამაღლებაბზვანი,  გადიდი,  გორა,  დიხაშხოზედავანიზეინდარიმთისძირიმუქედისალომინაო,სალხინოსაპრასიატობანიერიუხუთიფერეთაყუმურიშუამთა და 3 სოფელი: სულორიციხესულორიძულუხი.

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სავარგულებს უკავია 16,2ჰა. ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოურიციცქა და ალადასტური. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა.

მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი ვანი, რომელიც საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისსბაღდათსსამტრედიას და ლანჩხუთს. ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს ქუთაისიდან და სამტრედიიდან.

ვანის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. მისი სრული რეაბილიტაცია დასრულდება 2016 წელს, რის შედეგად ვანის მუზეუმი იქნება საუკეთესო ამიერკავკასიის რეგიონში. არქეოლოგიურ მუზეუმში განთავსდება სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, მოეწყობა  თანამედროვე ტქნოლოგიებით აღჭურვილი საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები. მუზეუმში დაცულია მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები.                              

მსოფლიოში  ,,ოქრომრავალი კოლხეთი“-ს სახელით ცნობილი გამოფენის ყველა ექსპონატი მოპოვებულია ვანის ანტიკური ნაქალაქარის გათხრების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი დაბრუნდება მუზეუმში. მუზეუმ-ნაკრძალის კომპლექსის შემადგენელი კომპონენტებია - ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და თავად მუზეუმი. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არის ბალნეოლოგიური კურორტი სულორი, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით.

 ვანის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები: შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია; მელოურის ციხე და XIV ს მელოურის ეკლესია სოფ. ძულუხში; XII-XIIIსს მთავარანგელოზის ეკლესია; თამარის ციხე სოფ. ინაშაურში; ბზვანის მღვიმე; გორმაღალის ციხე სოფ. სულორში; ნათლისღების სახელობის ეკლესია სოფ. შუამთაში; XVIIIს სამების ეკლესია სოფ. დიხაშხოში; XIს ეკლესია სოფ. გადიდი; XVIს ეკლესია სოფ. სალომინაოში; ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIXს ეკლესია სოფ. ზედა ბზვანში; 1619 წლის მაცხოვრის ეკლესია სოფ. ამაღლებაში; შუა საუკუნეების ციხე, ეკლესია და კოშკი სოფ. ისრითში; მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფ. ქვედა მუქედში; ციხესიმაგრე  სოფელი მაისაოურში; ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრიაპირველწოდებულმა აღმართა.

   ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, კოლხეთის ცის ქვეშ, ,,მოღალულ სულს რომ ასე ენათესავება“, სად ,,ცა, მიწა სავსეა მარადი ლირიკით“, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადა  ,,ბედნიერი ორი გენია“, სამშობლოსთვის გულმხურვალე ორი მლოცველი, ორი შეუდარებელი პოეტი - გალაკტიონი და ტიციანი.  გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლ- მუზეუმების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი, რომელიც არის ძლიერი კულტურულ- საგანმანათლებლო კერა. სოფელ ტობანიერში ფუნქციონირებს  კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი.