სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
|
|
|
გეოგრაფია
ხარაგაულის რაიონი (ფართობი 913,9კმ²) მდებარეობს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება ხაშურისა და საჩხერის, დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, ჩრდილოეთით ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთით ბორჯომისა და ბაღდათის რაიონები. რაიონის ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონში შედის 20 ტერიტორიული ერთეული. ხარაგაულის რაიონში შემავალი სოფლების რიცხვია 78.
ხარაგაულის რაიონი მთაგორიანია. მისი ტერიტორია მოიცავს იმერეთის მაღლობის, ლიხის და მესხეთის (უმაღლესი მწვერვალი – სამეცხვარიოს მთა 2642მ.) ქედების ნაწილებს. სურამის(948მ.) და რიკოთის (999მ.) უღელტეხილებზე გამავალი საავტომობილო გზებით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოს.
რაიონის მთავარი მდინარეა ძირულა. მას ბევრი მდინარე ერთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნი ჩხერიმელა, რომლესაც სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე 1150მ. სიმაღლეზე. იგი მთლიანად მიეკუთვნება ხარაგაულის რაიონს და მისი ტერიტორიის 39კმ. კვეთს სათავიდან შესართავამდე. მდინარე ჩხერიმელის ხეობაში გაყვანილია რკინიგზის მაგისტრალის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი (წიფა_ძირულა).
რაიონის ტერიტორია მაგისტრარული - სატრანსპორტო ხაზებით უზრუნველყოფილია. მას აღმოსავლეთით ჩრდილო-დასავლეთისკენ კვეთს წიფისა (სიგრძე 3910 მ) და ხანდების (740 მ.) გვირაბში გამავალი, ქვეყნის აღმოსავლეთის და დასაავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რკინიგზა და ძირულა - სურამის მარშუტის ორი საავტომობილო გზატკეცილი. მათგან ერთი რიკოთის უღელტეხილით (სიგრძე 1722 მ.) და ძირულის ხეობის გავლით (48 კმ.), ხოლო მეორე სურამი უღელტეხილით და ჩხერიმელას ხეობის გავლით (55 კმ.) გადადის მეზობელ ზესტაფონის რაიონში. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საერთო სიგრძე 215 კმ-ია.
ხარაგაულის რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა მეტყველებს მის სტრატეგიულ პოლიტიკურ - სამეურნეო და სოციალურ - კულტურულ მნიშვნელობაზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 29 688 კაცი ცხოვრობს. სიმჭიდროვეა 28,2 კაცი 1 კმ-ზე, ანუ რაიონი სუსტად არის დასახლებული. განსახლების ძირითადი არეალი ზ.დ. 200_600 მ_ის ფარგლებშია მოქცეული. ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტებია ფონა და სახვლარი. რომლებიც ზ.დ. დაახლოებით 1000-1100მ-მდე მდებარეობენ.
რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული (3215 მცხოვრები). იგი მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობაში. ზ.დ. 280-400 მ-ზე. დაბაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი, ხარაგაული–ძირულას 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზით იგი უკვავშირდება დასავლეთ–აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო ტრასას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად იყოფა: ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, კიცხი, ლეღვენი, ლაშე, მოლითი, ნადაბური, საღანძილე, ფარცხნალი, ხიდარი, წყალაფორეთი, წიფა, ღორეშა, ხუნევი, ხევი.
რაიონის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე, რომელსაც უკავია მთელი ფართობის 2/3- ზე მეტი (68,2%). მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, რომელსაც ერევა წაბლი, მუხა, იფანი, ცაცხვი, საშუალო ზონაში ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე ბუჩქნარი, ბევრია ხვიარა მცენარე, ძირითადად კი გაბატონებულია წიფლნარი. ტყის ზემო სარტყელში ფოთლოვანების გარდა არის ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო მდინარეების ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.
ხარაგაულის ტურისტული პოტენციალი
ხარაგაულის რაიონს განვითარების ფართო პერსპექტივას უსახავს ,,ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი“. რაიონის ბუნება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ადამიანის უშუალო ზემოქმედება არ განუცდია და წარმოდგენილია ტყის მასივებით, მდინარეთა ხეობებით, კარსტული ფორმებით, კრისტალური ქანებით და წყაროებით, ტურიზმის განვითარების არსებით ფაქტორს წარმოადგენს.
რაიონის კურორტებიდან აღსანიშნავია ნუნისი და ზვარე „სამთა ნუნისი“ ელიტარული მთიანი კურორტია მისი პოპულარობა განაპირობა თბილმა (27-28 º-c ) მინერალურ-გოგირდოვანმა წყალმა რომელიც გამოიყენება კანის სამოძრაო ორგანოების ქრონიკული და პერიფელიური ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. ნუნისის წყალს თავისი შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია .კურორტ ნუნისთან ახლოს არის სოფელი ზვარე, აქ არის ზვარის ცნობილი მინერალური წყლები. მინერალური წყალი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ . ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა მინერალური წყლის ჩამოსხმა , ამჯამად შეჩერებულია, მაგრამ წყლის საუკეთესო სამკურნალო თვისებები, საოცრად ლამაზი გარემო და მდებარეობა კურორტს განვითარების საიმედო პერსპექტივას უსახავს.
ხარაგულის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, "დევისხვრელი". სოფელ ბორში 1938 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ათიოდე ჰექტარზე ბუდეებად გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. ბრაინჯაოს ხანის საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. ნაპოვნი ნივთები ინახება სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ერმიტაჟი. სავარაუდოა, რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია ასევე სოფელ ბეჟათუბანში, საგვეშში, ლეღვანსა და გოლათუბანში.
1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის ჯარს შორის. ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
რაიონის ტერიტორიაზე უხვადაა მიმოფანტულ ფეოდალური ეპოქის ძეგელები: უბისის სამნავიანი ბაზილიკა, ნუნისის ,,დედაღვთისა“, ვანის ,,წმინდა გიორგის“ და ბორითის ,,კოზმანის“ ეკლესიები. XI-XIII სს. მნიშვნელოვანი ძეგლია ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, გედსამანიის, ტბეთის, ლაშის, ნებოძირის ეკლესიები და მრავალი სხვა.
ხარაგაულის ტერიტორიაზე უხვადაა უძველესი სასულიერო, საერო და საფორტიფიკაციო ნაგებობები, ციხეები, კოშკები. ცნობილია, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე აუღებელი ციხეები საზღვრის მცველნი იყვნენ იმერეთის სამეფოში.
ხარაგაულის რაიონზე გადიოდა ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო-საქარავნო გზა, ქრისტეს მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მობრძანებით ეს მიწა და ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მის მიერ ხარაგაულის მთებში აღმართული რკინის ჯვარი იცავს მის შემოგარენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |