სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
|
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ორივე სანაპიროზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის რაიონი, ჩრდილოაღმოსავლეთით ჭიათურის რაიონი, დასავლეთით თერჯოლის რაიონი, სამხრეთდასავლეთით ბაღდათის რაიონი.
მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ერთი საქალაქო, ერთი სადაბო და 17 თემის (56 სოფელი). აქ გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო ტრასა, ასევე სარკინიგზო მაგისტრალი. მიედინება მდინარეები: ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური.
მუნიციპალიტეტში თავმოყრილია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის სოლიდური ნაწილი. რომელთა შორის მნიშვნელოვანია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. დღესდღეობით საწარმო 200 000 ტონა სასაქონლო ფეროშენადნობს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია მთლიანად იტვირთება ექსპორტში: იაპონიაში, ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთის ამერიკის ქვეყნებში. ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებულ სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის 80 % მოდის.
ზესტაფონს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის გამოირჩევა ანტიკური ხანის ციხე – ქალაქი შორაპანი, რომელიც ძვ. წ.აღ. მე – 3 საუკუნეში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზმა. შორაპანი დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. შორაპნის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უამრავი საინტერესო მასალაა ნაპოვნი, რომელიც ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
მე–7 მე– 8 საუკუნით თარიღდება ტაბაკინის წმ. გიორგი სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურით, მე – 16 საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.
1992 წლიდან მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“ ამ ხნიდან მოყოლებული ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტესიური სელექციური მუშაობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალი ციხე–სიმაგრე და ეკლესია–მონასტრები. მე–11 საუკუნით თარიღდება წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მე–16 მე–17 საუკუნეების მოხატულობაა შემორჩენილი. სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, ქვედა საქარაში „თამარ მეფის ხიდი“. სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, კვალითში ბარბაწმინდას ეკლესია, სადაც გადმოცემის თანახმად წმ. ბარბარეს ხელის მტევანი ინახება.
ზესტაფონში მდებარეობს საქარის საცდელი სადგურის ღვინის საცავი, სადაც უნიკალური ჯიშის ღვინოებია დაცული.
ცალკეულ სოფლებში იმართება სახალხო დღესასწაულები კერძოდ, სოფელ ცხრაწყაროში, მსოფლიოში ცნობილი მელოდიის ავტორის ვარინკა წერეთლის უკვდავსაყოფად ყოველ წელს იმართება ქართული ხალხური სიმღერების ფესტივალი „სულიკო“.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის, უშანგი ჩხეიძის სახლ–მუზეუმი. ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალებია დაცული.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |