საჯარო ინფორმაცია

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა სახელმწიფო, კომერციული და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად  პირი წარადგენს წერილობით განცხადებას.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის მიწოდების შემთხვევაში ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება ხდება ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საჯარო ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია) გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

აპარატის მთავარი სპეციალისტი

ნინო ცხოვრებაძე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. თავი III

 

საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 41

 

საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ