სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტების მერებთან, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან, მონიტორინგის ჯგუფთან და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარის რწმუნებულმა თითოეული ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თავის მხრივ კი ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე, ობიექტების მოცემულ ვადებში დასრულებასა და ხარვეზების გამოსწორებაზე. შავლეგო ტაბატაძემ 12–ვე მუნიციპალიტეტის მერს დაავალა საკითხი პირად კონტროლზე აიყვანონ, რადგან სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამოყოფილი თანხით მოხდეს პროექტების ხარისხიანად შესრულება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |