სიახლეები

5 ოქტომბერი–მასწავლებლის საერთაშორისო დღე

8 ოქტომბერი, 2018

,,მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ! მინდა თქვენს მიმართ კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს რეგიონში მოღვაწე მასწავლებლებს.

სახელმწიფოს მომავალი და განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა თაობების აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. თუ გვაქვს სურვილი გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული თაობები, ხელისუფლების ვალია შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები და მოსწავლეებს ცოდნა გადასცეთ. ეს პროფესია ძალიან ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ თქვენი ღვაწლი ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ღვაწლმოსილ პედაგოგებს, თქვენ წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და ღირსეული თაობები აღუზარდეთ “– იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.