სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

27 სექტემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებოლოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა. მხარის რწმუნებულმა მთავარი აქცენტი 2019 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეულ მუნიციპალიტეტში სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები და მოსახლეობის ჩართულობით კიდევ ერთხელ მოხდეს წარმოდგენილი პროექტების გადახედვა. ასევე, მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან 2018 წლის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.