სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბტაძემ, დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ბესიკ გოფოძემ დაიკავა. ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას გაუწევს: იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |