სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯითში მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გახსნეს. აღნიშნულ სკოლაში ამ ეტაპზე 4 ბავშვი ისწავლის. იქნება 2 კლას-კომლპექტი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა.
,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის და პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია პირველკლასელებისთვის რომელთა, ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ჩვენს ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება და მე მჯერა, რომ არცერთი პედაგოგი არ დაიშურებს ძალისხმევას ღირსეული თაობები აღზარდოს. თქვენ, ჩვენს შვილებს აძლევთ ყველაზე ღირებულს - განათლებას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაა და ბოლო პერიოდში ამ სისტემაში მრავალი კარგი რეფორმა განხორციელდა. აღსანიშნავია საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასო გადაცემა, პირველკლასელებისთვის პერსონალური კომპიუტერების დარიგება და მოსწავლეებისთვის სასკოლო ავტობუსებით სარგებლობა. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კიდევ არაერთი წარმატებული პროგრამა განახორციელა. იმერეთის რეგიონში, როგორც მთელს საქართველოში ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ მიზნით სამუშაოები მხარეში ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღესდღეობით 20-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველა საჯარო სკოლა მოვაწესრიგოთ და მოსწავლეებს მიეცეს საშუალება კომფორტულ გარემოში ისწავლონ“-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩხერის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა, სიმბოლურად მხარის რწმუნებული დღეს იმ სკოლაში მივიდა, რომლის კურსდამთავრებულიც არის. ღონისძიების ფარგლებში სკოლის დირექციამ შავლეგო ტაბატაძეს, საპატიო ელჩის ტიტული მიანიჭა.
მხარის რწმუნებულმა ახალი სასწავლო წელი სასულიერო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |