სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე დასუფთავების აქციის ფარგლებში ხარაგაულში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო. როგორც მან აღნიშნა სუფთა გარემოს შენაჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით რეგიონში პერმანენტული აქციები მოეწყობა და თავადაც აქტიურად ჩაერთვება. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტბში ტურისტული ობიექტები, მდინარეების სანაპიროები და სხვადასხვა ლოკაციები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი თერჯოლაში შეუერთდა.
კამპანია სექტემბერის თვეში ტარდება და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |