სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
6 მარტიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი დაიწყო.
სოფლის მერნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ და საგრანტო ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ პროგრამა „დანერგე მომავალი“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში წარადგინეს. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. ახალი პროექტის განხორციელების შედეგად, მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.
დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს „თანადაფინანსების კომიტეტს“, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
- ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
- სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.
გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს:
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს;
- ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება;
- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის / სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.
პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად:
1 000 – 1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |