სიახლეები

იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 სექტემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

იმერეთის გუბერნატორმა მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, თავიდან ილესება კედლები, იგება ახალი იატაკი, იცვლება კარ-ფანჯრები, მონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, ეწყობა ლაბორატორიები, სააქტო და სპორტ დარბაზები, ასევე შეიცვალა სანტექნიკა.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული. გეგმის მიხედვით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება.