სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს, შავლეგო ტაბატაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. დღესვე, მინისტრმა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ახალი მეთაური წარადგინა. აღნიშნულ პოზიციაზე პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ახალი მეთაურის დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |