სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ადგილზე გაეცნენ. კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოები ასევე, დაათვალიერა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხარ მახათაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი ქარხნის მშენებლობის გეგმას გაეცნენ, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.წლების მანძილზე მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი, შლამთან ერთად, პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება.
დღესვე, დაათვალიერეს ყველა ის კრიტიკული წერტილი, რომელიც სამთო მოპოვების პროცესს უკავშირდება. ასევე, ღია კარიერული მოპოვების პროცესთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ შეხვდნენ მოსახლეობას, მათი პოზიციები მოისმინეს და ერთად იმსჯელეს მოგვარების გზებზე.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. მისი მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად კი, კომპანიას 14 პუნქტიანი ვალდებულება აქვს აღებული, რომელთა შორის არის ტერიტორიების რეკულტივაციის პროცესიც.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |