სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. დღეს გუბერნატორმა შეხვედრა თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
,,იმერეთის რეგიონს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და მჯერა, რომ ამ რესურსს აუცილებლად ავითვისებთ ისე, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობა საკუთარ თავზე იგრძნონ. 12-ვე მუნიციპალიტეტი თანაბრად უნდა განვითარდეს და მოსახლეობას საკუთარი რაიონიდან წასვლის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ იმერეთი გავხადოთ მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის. ვიცი, რომ ამ ეტაპზე მხარეში არის გარკვეული ტიპის პრობლემები, თუმცა მზად ვარ არ დავიშურო ძალისხმევა და ეტაპობრივად მოვაგვარო. დღევანდელ შეხვედრაზე თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოვისმინე ინფორმაცია და გავეცანი გეგმას, როგორ უნდა განვითარდეს აღნიშნული რაიონები. მართალია ადგილობრივი თვითმმართველობა ამ კუთხით მუშაობს, მაგრამ საჭიროა ამ პროცესში აქტიურად ჩავერთო და ერთად დავსახოთ უფრო ეფექტური სამოქმედო გეგმა’’-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |