სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა. იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ბევრი პრობლემა და ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე. მე მესმის, რომ რთულია ყველაფერი ერთ თვეში მოგვარდეს, მაგრამ გპირდებით, თუ საჭირო იქნება 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ და მაქსიმალურად შევეცდები შემჭიდროვებულ ვადებში მოვაგვარო ყველა საკითხი. ჩემი მთავარი ამოცანაა მხარეში მცხოვრებ მოსახლეობას დავუდგე გვერდით და თითოეულ მათგანს დავეხმარო საჭიროებისამებრ“- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
დღეს მხარის რწმუნებული ხარაგალსა და ზესტაფონში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მან ინფორმაცია მოისმინა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის ასევე, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურის უფროსებს შეხვდა. მხარის რწმუნებულის განცხადებით აუცილებელია გუნდურად მუშაობა და მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |