სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. დღეს გუბერნატორი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და მერებისგან ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს როგორც მიმდინარე ასევე, დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს.
,, მე დავაანონსე, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მუნიციპალიტეტებში და ადგილზე გავეცნობოდი იქ არსებულ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნით დღეს დავიწყე შეხვედრები ზემო იმერეთიდან და შევხვდი როგორც მერებს ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურების უფროსებს. მათთან ერთად დეტალურად გავიარე ყველა საკითხი და დავიგეგმეთ სამომავლო პროექტებზე. ასეთ შეხვედრებს უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში ჩავატარებ და მაქსიმალურად ჩავერთვები ყველა პრობლემა დროულად იქნას მოგვარებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმერეთის რეგიონის განვითარების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩავრთო მოსახლეობა და ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,,- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.
იმერეთის გუბერნატორთან ერთად შეხვედრებზე პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი იმყოფებოდა.
24 აგვისტოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ხარაგაულში და ზესტაფონში გეგმავს შეხვედრებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |