სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს პარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან - შავლეგო ტაბატაძესთან და ვიცე გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, პარკში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
აღინიშნა, რომ პარკის უფრო ეფექტური ფუნქიონირების, დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორიის უკეთ დატვირთვისა და კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე პროექტს შეიმუშავებს.
წყალტუბოს პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა.
სრულად მოეწყო პარკის ინფრასტრუქტურა - აუზები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, ღია კაფე, ველოსადგომები, განათება, „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |