სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე პირველივე სამუშაო დღეს, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო. მხარის გუბერნატორმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ქუთაისსა და წყალტუბოში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს. დაგეგმილია 1280 ოჯახზე გათვლილი 12 კორპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, დასრულებულია ერთი კორპუსის მშენებლობა. ბინები უკვე გადაეცა 160 დევნილ ოჯახს კერძო საკუთრებაში. ამჟამად მიმდინარეობს სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.
ამავე პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 70-ბინიანი რვა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა და მშენებლობის დაბალი ტემპის გამო კონტრაქტორს დაეკისრა საჯარიმო სანქციები.
პროექტის მთლიანი ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 140 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |