სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი გუბერნატორები წარადგინა. იმერეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დაიკავა. იგი დღემდე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი იყო.
,,ის გახლავთ ერთ–ერთი გამორჩეული სამხედრო. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებს. იგი მონაწილეობდა საქართველოს სამშვიდობო მისიებში და გახლავთ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ამ მიმართულებით. მას აქვს დიდი წვლილი შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და პირადად მისი ავტორიტეტი ჩვენს ჯარისკაცებშიც არის საკმაოდ მაღალი. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის ადამიანს ვანდობთ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობა“–განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იმერეთის გუბერნატორის გარდა, პრემიერ მინისტრმა ახალი სახელმწიფო რწმუნებულები სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და მცხეთ-მთიანეთში წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი განვითარებაა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება საკმარისი არ არის. პრემიერ მინისტრის განცხადებით ის გეგმები, რომლებიც დაისახა რეგიონების განვითარებისათვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და ძალიან მაღალი დონის დისციპლინით.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |