სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდის შემდეგ ქუთაისში მოეწყო. პროექტის მიზანია საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა, მსჯელობა და შემდეგ კანონის პროექტში ასახვა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ფორმატში გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების მიწოდებას, შესაბამისი რეაგირების მიზნით, კანონის პროექტის ავტორისათვის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას იმერეთის ვიცე გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |