სიახლეები

წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი

5 ივლისი, 2018

წყალტუბოში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად, სასტუმროებისა და აბაზანების წარმომადგენლებს შეხვდა. იოსებ ხახალეიშვილმა მხარეებს ტურისტული ლოკაციების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების იდეა გააცნო და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრი იმუშავებს იმერეთის კურორტების ერთობლივი მარკეტინგის გეგმის შექმნასა და ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო წყალტუბოს, როგორც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრის, ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული პრობლემური საკითების ირგვლივ მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა.