სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს გივი ჭიჭინაძესა და საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის პროექტები განიხილეს. საქართველოში ისრაელის ელჩი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, არსებული მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |