სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვერეთის კალმახსაშენი დაათვალიერეს

29 ივნისი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორ რევაზ ბეჟაშვილთან, იმერეთის ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტის დაბა კვერეთში არსებული ნაკადულის კალმახის საშენი დაათვალიერა.

მინისტრმა სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, კალმახსაშენში ხელოვნურად გამრავლებული 200 ლიფსიტა მდინარე ჩიხურაში გაუშვა. ამასთან, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და სარეკის საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მოსწავლეებში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების და მათ შორის, ნაკადულის კალმახის შესახებ ცნობიერების ამღლებასა და გამრავლებასთან დაკავშირებიბით პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.

ამჟამად კალმახსაშენის ტერიტორიაზე 2 ტბორი და 8 რკინა-ბეტონის აუზი ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა პოპულაციების ზრდა-განვითარება ხდება.

კვერეთის კალმახსაშენი მეურნეობა ამეირკავკასიაში პირველია და მისი მიზანი გადაშენების პირას მყოფი წითელწინწკლებიანი ქართული კალმახის სახეობების აღდგენა და ველურ ბუნებაში დაბრუნებაა.