სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონული ოფისის დირექტორმა დავით ჯაიანმა,ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ამირან საცერაძის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს.
გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირითსოფელ დილიკაურში მცხოვრები 732 ოჯახი ისარგებლებს. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18874 ოჯახს მიეწოდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |