სიახლეები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

27 ივნისი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან ვალერიანე ფოცხვერიასთან ერთად, ღანირის თემში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე ბავშვები ავარიულ შენობაში, არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 160 000 ლარამდე გამოიყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც შესაბამისი ინვენტარით არის აღჭურვილი, 60 ბავშვზეა გათვლილი.