სიახლეები

იმერეთის გუბერნიის საჩუქარი დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას

26 ივნისი, 2018

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის ინიციატივითა და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" – ს ფინანსური მხარდაჭერით, დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას მე–20 საუკუნის დასაწყისში (1883–1944) მოღვაწე ცნობილი ექიმის, სვიმონ ლორთქიფანიძის, პორტრეტი საჩუქრად გადაეცა. მხატვარ კოტე ქავთარაძის მიერ შექმნილი ტილო ამ დრომდე მისივე სახლში არასათანადო პირობებში ინახებოდა და შთამომავლობის ინიციატივით ნამუშევრის გასხვისება მოხდა. ასევე, ოჯახის წევრების მიზანი იყო ტილოს შექმნის ისტორიისა და მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო მასისთვის გამხდარიყო ცნობილი.

დღეიდან გალერეაში მისულ დამთვალიერებელს კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევრის მონახულების საშუალება ექნება.

სახლი, სადაც სიმონ ლორთქიფანიძის პორტრეტი ინახებოდა, 1936 წელს გერმანელმა ტყვემ დააპროექტა და შემდეგ ეს სახლი თავისი საინტერესო არქიტექტურით ელდარ შენგელაიას ქართულ ფილმშია ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ გადაღებული.