სიახლეები

შეხვედრა რეგიონის სამხედრო სამსახურების უფროსებთან

26 ივნისი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე, იმერეთის რეგიონის 12 – ვე მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის უფროსებს შეხვდნენ. მხარეებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და ზოგადად, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, უკვე ახორციელებს პროექტს "ღია კარის დღე". პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლის უფროსკლასელები სამხედრო ნაწილში არსებულ საცხოვრებელ პირობებს და ჯარისკაცის ერთი დღის განრიგს პირადად ეცნობიან.

იმერეთის გუბერნია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას მომავალშიც გეგმავს.