სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საჩხერეში ოლიმპიელთა სკვერში არსებულ სიმბოლოზე ოლიმპიური ჩემპიონების გიორგი ასანიძისა და ლაშა ტალახაძის ვარსკვლავები და ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული დარბაზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. მშენებლობისთვის 636 814 ლარი რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო. შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამ დროისათვის აქ 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს. ინვენტარის ნაწილი ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ დარბაზს საჩუქრად გადასცა.
სექტემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |