სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში სატყეო საგეენტოს წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას ეროვნული სატყეოსააგენტოს უფროსილევან ტაბატაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია და ასევე, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანისას სპეცტექნიკის 2–3 თვის პერიოდით გამოყოფის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, ისაუბრეს სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი I ხარისხის ხეზე მოთხოვნის წარდგენაზე, რომელიც 1 – ელ მაისამდე უნდა დასრულდეს და დაზუსტდა შეშით მოსარგებლეთა სია. შეხვედრის თემები იყო, ასევე ტყეკაფებზე დღეის მდგომარეობით არსებული ნაშთები, ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონში მერქნული რესურსის ათვისება და სოციალურად დაუცველ პირებზე გადაცემული მერქნული რესურსი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |