სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე იმერეთში მასშტაბური და მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში ტრადიციულად ოლიმპიური გარბენი მოეწყო, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულები იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. დღესვე, სპორტის მოყვარულები ერთმანეთს ჭადრაკში, ფეხბურთში, ტყვიის სროლასა და ბადმინტონში შეეჯიბრნენ. სპორტული აკრობატები და სკეიტპარკის წევრები კი საჩვენებელი პროგრამით წარდგნენ. პარკის ტერიტორიაზე ასევე, ოლიმპიზმის თემაზე შექმნილი ნახატები გამოიფინა და ოლიმპიური ვიქტორინა ჩატარდა.
დღეს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ოლიმპიური გარბენის გარდა, მოეწყო მოხალისე მოჭადრაკეთა და ცურვის ფესტივალები. მუნიციპალიტეტებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებული სპროტსმენებიც დაჯილდოვდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |