სიახლეები

თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია

8 ივნისი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ქუთაისში თეთრი ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდის კონსტრუქციის გამაგრება, მოაჯირების მოწესრიგება, ხიდზე არსებული ხის საფარის, თუნუქით ჩანაცვლება. ასევე, ხიდზე განთავსდება დეკორატიული თეთრი ქვები და დამონტაჟდება განათება. სატენდერო პირობების თანახმად სამუშაოები დამკვეთმა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 ათას ლარამდეა გამოყოფილი.