სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სახელშეკრულებო ღირებულება 1 652 000.00 ლარია. სამუშაოებს შპს ,,არნაბი 21” ასრულებს. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |