სიახლეები

ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.

29 მაისი, 2018
ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
დღესვე, კურსდამთავრებულები კადეტთა ლიცეუმის წარმატებით დამთავრებისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების პროგრამის გავლისთვის, სერთიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 
2018 წელს ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია.