სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურაში, კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა 1, 4 მლნ ლარით დაფინანსდა.
პროექტი ითვალისწინებს ბერების საცხოვრებელი კელიების მოწყობას, წყალ-კანალიზაციის ქსელის გამართვას, არსებული გალავნის რეაბილიტაციასა და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. დამონტაჟდება 10-ტონიანი რეზერვუარი, რაც როგორც ბერების, ისე ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე, აშენდება მომსახურების შენობა და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.
მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი და ჭიათურის მერი, პაატა ნადირაძე.
პროექტი 2018 წელს დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |