სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა, ჩიხის და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროცესი დაათვალიერეს.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელი არ არსებობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი 3000–მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. გაკეთდება რეზერვუარები და მოხდება აბონენტების გამრიცხველიანება. უკვე დაწყებულია გორისას რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტი 2019 წლის ზაფხულში დასრულდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
პროექტის ღირებულება 7, 9 მლნ ლარს შეადგენს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |