სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
➡საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორებს შეხვდა. მინისტრმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება რეფორმა, რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემს რეგიონებს განვითარებისთვის.
➡"მნიშვნელოვანია, უშუალოდ თქვენგან მოვისმინოთ, რა ტიპის პროექტებია გასაკეთებელი თითოეულ ქალაქსა და სოფელში, რა პირველადი საჭიროებები აქვს მოსახლეობას. იმისთვის, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი და თანხა მხოლოდ მიზნობრივად დაიხარჯოს, საჭიროა ვიცოდეთ რას, სად, რა ვადებში და რატომ ვაკეთებთ. ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას სწორედ თქვენს მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტებით ვხელმძღვანელობთ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
➡ იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა შეხვედრაზე მხარეში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |