სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე საბაგიროს ცენტრალური სადგურის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცენტრალური სადგურისა და აქედან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმის, ნაგუთისა და ლეჟუბნის მოწყობა. მე–4 მიმართულებაზე–მუხაძის ხაზზე რკინა–ბეტონის სამუშაოები ხორციელდება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული სამუშაოები საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ 40 მლნ ლარით არის დაფინანსებული.
მთა-გორიანი რელიეფის ქალაქს, რომელსაც შესანიშნავი ტურისტული პოტენციალი აქვს, 2018 წლის ბოლოდან განახლებული საბაგირო ქსელი მოემსახურება რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანიამ - „პომაგალსკი“ (Pomagalski). გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 8 გონდოლაა შეძენილი.
ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. სამი ათეული წელია არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |