სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუმრებს იმერეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პოტენციალი გააცნო. დაინტერესების შემთხვევაში, ჩინური მხარე რეგიონში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
იმერეთის მხარესა და ძიანსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. ხელშეკრულება მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |