სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომა იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტის პრეზენტაციით გაიხსნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნული ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.
საკონსულტაციო საბჭოს დღის წესრიგში იყო, ასევე ელექტრონული საქმის წარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და საგაზაფხულო ხვნა–თესვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა. აღნიშნულთან დაკავშირებით შ.პ.ს. ”მექანიზატორის" წარმომადგენლებიც იყვნენ მოწვეულები, რომლებმაც რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. საბჭოს სხდომაზე გაიმართა ევრაზიის ფონდის დაფინანსებით ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტ "იმერი"–ს პრეზენტაციაც.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ, რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა შესაბიმისი რეკომენდაციებიც მიიღეს.
საკონსულტაციო საბჭოს მეორე ნაწილი კულტურის სფეროს დაეთმო. საბჭოს წევრები თეატრალური იმერეთი 2015 – ის პროგრამასა და ქალაქური მუსიკის ფესტივალის პროგრამას გაეცნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |