სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაციები, მე–10 საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში "ხარკოვი: პარტნიორობა ტურიზმში" იღებენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის გამართვა, რომლის მთავარ თემას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე, პარტნიორი ქალაქების ტურისტული პოტენციალის საინფორმაციო–საპრეზენტაციო ჩვენება მოეწყობა.
იმერეთის დელეგაციის ვიზიტი ხარკოვში, ხელს შეუწყობს ქალაქ ხარკოვის და იმერეთის რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებასა და გამყარებას, ამასთანავე, გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე ქალაქების ტურისტული ინდუსტრიის შესახებ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |