სიახლეები

იმერეთის გუბერნატორის მოადგილის ვიზიტი ავსტრიაში

16 მაისი, 2018

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ,,რეგიონები კლიმატის ცვლილებისათვის” მსოფლიო სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. მსოფლიო დონის ლიდერების ფორუმი მიზნად ისახავს პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ შეთანხმებისა და გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის მიმდინარეობის განხილვას. სამიტში მონაწილეობს 70 ქვეყნის 1200 წარმომადგენელი. მათ შორის არის გაეროს გენმდივანი, ევროკავშირის უმაღლესი კომისრები, ავსტრიის, დანიისა და ნორვეგიის პრემიერ მინისტრები, კალიფორნიის გუბერნატორი და მსოფლიოს მაღალი რანგისოფიციალური პირები.ასევე, სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რომელიც შეხვედრას ,,ევროპის რეგიონთა ასამბლეისა“ და ,,რეგიონები კლიმატის ცვლილებისათვის“ პრეზიდენტის მიწვევით ესწრება.

სამიტის ფარგლებში გუბერნატორის მოადგილე შეხვდება ევროპული რეგიონებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც საუბარი იქნება კლიმატის ცვლილების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიზნით ერთობლივი საქმიანობების განხორციელების, არსებული გამოცდილების გაზიარების შესახებ. სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.