სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლამ 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო მასწავლებელის, მოსწავლის, კურსდამთავრებულისა და აქტიური მშობლის სტატუსის მინიჭებაზე სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა. მათი გადაწყვეტილებით იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს გრიგოლ დალაქიშვილს აქტიური მშობლის სტატუსი მიენიჭა და მადლობის სიგელი გადაეცა. საუკეთესო კურსდამთავრებულებად კი წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ყოფილი მოსწავლეები: საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი დასახელდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. ასევე, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |