სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პროექტის ფარგლებში „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის", იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოს რეგიონებში.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების: არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (AEE) მიერ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |