სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და ცენტრის მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ. ახალგაზრდული ცენტრის მოსაწავლეებმა სტუმრებს ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები წარუდგინეს. სამხარეო ადმინისტრაცია ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებთან და მათ განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, აქტიურად დაუჭერს მხარს. სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი აღნიშნულ მიმართულებას პრიორიტეტულად აცხადებს.
ახალგაზრდული ცენტრი კულტურულ–საგანმანათლებლო კომპლექსია, რომელიც 16 სხვადასხვა დარგის სახელოვნებო და პროფესიულ სასწავლებელს აერთიანებს, მათ შორისაა ფოტო, სამხატვრო, ვოკალური, საბალეტო და თეატრალური სკოლები, რომლებიც 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა, აქვე, ამავე წელს ჩამოყალიბდა ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული მედიასკოლა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |