სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავი მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დღესვე, გრიგოლ დალაქიშვილმა ხარაგაულის მერთან ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად გვირგვინით შეამკო დაღუპულთა მემორიალი.
9 მაისს იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში ომის ვეტერანების პატივსაცემად სხვადასხვა სახის ღონიძიებები გაიმართა.
დღეისათვის იმერეთის რეგიონში 103 ვეტერანი ცხოვრობს და ყველა მათგანს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან გარკვეული თანხა გამოეყო.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |