სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხონის მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემრომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გუბში, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ფარცვანიების ოჯახში, გაზი სიმბოლურად აანთეს.
სოფლებში: დიდ გუბი, პატარა გუბი და შუა გუბი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა", 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც 500 ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 113 სოფელი გაზიფიცირდა და 50 000 – მდე ოჯახს ბუნებრივი აირი მიეწოდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |