სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში.ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში.
კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ამ ეტაპზე, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევაწარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.აღნიშნული კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |