სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ფესტივალი "იმერეთის ხმა" ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გალა კონცერტით დაიხურა. "იმერეთის ხმა" იმერეთის გუბერნიის მხარდაჭერით უკვე მეოთხე წელია, რაც იმართება. პროექტის მიზანს ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფენომენის,პოპულარიზაცია დაიმერეთის რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალთა წარმოჩენა წარმოადგენს. ფესტივალის დახურვის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"იმერეთის ხმის" ჟიურის ოთხმა წევრმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა, წელს გრან პრის მფლობელი ქალაქ წყალტუბოს, თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის, ბავშვთა ვოკალური ანსამბლი გახდა. გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |